ჰარუკი მურაკამის „1Q84” 

 

Aviary Photo_130828284506329114   2015 წლის 23 ივლისს დედამიწიდან 1400 სინათლის წელიწადის მანძილზე, ნასას კოსმოსური ტელესკოპმა კეპლერმა აღმოაჩინა პლანეტა, რომელიც დედამიწის მსგავსია,   Kepler 452b  სხვა სახელებთან ერთად, მოიხსენიეს, როგორც დედამიწა 2.0 და არ გამორიცხეს მასზე სიცოცხლის არსებობა.  ბევრმა ხუმრობით აღნიშნა, რომ შესაძლებელია დედამიწა 2.0–ზე პარალელური სამყარო არსებობდეს.


Aviary Photo_130828283967656271

ჰარუკი მურაკამის დისტოპიური რომანი „1Q84” მის მაგნუს ოპუსადაც შეიძლება მივიჩნიოთ. „1Q84” გამოცემისთანავე ბესთსელერად იქცა, ტრილოგიის პირველი ნაწილი მილიონი ეგზემპლარით გაიყიდა იაპონიაში, რომანი მოცულობითაც დიდია, სამივე წიგნის ინგლისური გამოცემა საერთო ჯამში 1000 გვერდამდე მოიცავს.

პირველი წიგნში მოთხრობილია 1984 წლის აპრილისა და ივნისის თვეებში მომხდარი ამბები. მეორე წიგნში მოვლენები ივლისსა და სექტემბერს, ხოლო მესამე წიგნში ოქტომბერსა და დეკემბერს შორის ვითარდება.

Aviary Photo_130828286074263000რომანი კი ასე იწყება: აომამე, ტოკიოში მცხოვრები ახალგაზრდა ქალი და რომანის ერთ–ერთი მთავარი გმირი, ტრასაზე საცობში ხვდება, ტაქსის მძღოლი, რომელიც ლეოს იანიჩეკის „სიმფონიეტას“ უსმენს და საერთო ჯამში უცნაური ტიპის შთაბეჭდილებას ტოვებს, ურჩევს საავარიო კიბით ჩავიდეს, აქვე აფრთხილებს, რომ მხოლოდ ერთი რეალობა არსებობს და გარეგნულ გარემოებს არ მისცეს მოტყუების უფლება.

Aviary Photo_130828286291614677აომამე კიბეზე ჩასვლის შემდეგ, ხვდება ალტერნატიულ რეალობაში, სადაც ყველაფერი თითქმის იგივეა, გარდა რამდენიმე თითქოს უმნიშვნელო ფაქტისა და მეორე მთვარის არსებობისა.  აომამეს გარდა, მის გარშემო მეორე მთვარეს ვერავინ ამჩნევს, მათთვის უჩვეულო არაფერი ხდება, მისთვის კი უცნობი 1984 ახალ სახეს იძენს და 9–ის მაგივრად, სვამს  Q-ს (Question).  სათაური რა თქმა უნდა ასევე გვახსენებს ჯორჯ ორუელის ცნობილ რომანს.Aviary Photo_130828286821264250

მურაკამის  რომანში, პარალელურად  ვითარდება მეორე გმირის, თენგო კავანას ისტორია. პარალელურია თავად რომანის სტრუქტურა, თავები, და მათში მოთხრობილი ისტორიები. დასაწყისში, ცოტათი გაურკვეველიც კია, რით არის დაკავშირებული ეს ორი ადამიანი ერთმანეთთან.

თენგო მათემატიკას ასწავლის სკოლაში და თავისუფალ დროს წერს, მას  სთხოვენ ფარულად დაარედაქტიროს და თავიდან გადაწეროს ლიტერატურული კონკურისს მონაწილის ნაშრომი, თენგო ასეც იქცევა, დისლექსიით დაავადებული გოგონას მიერ დაწერილი  უცნაური ამბავი ბესთსელერი ხდება, საბოლოო ჯამში, კი თენგო აღმოაჩენს, რომ რომანი სულაც არ ყოფილა გამოგონილი და რეალური ამბები უდევს საფუძვლად, უტოპიური საზოგადოების, რომელიც ნელ–ნელა მძლავრ და მდიდარ რელიგიურ ორგანიზაციად იქცა.

სწორედ, ამ მისტერიული საზოგადოების, საკიგაკის გასაიდუმლოებული ლიდერის მოკვლა დაევალება აომამეს,  მდიდარი ქვრივის თხოვნით, რომელმაც ქალთა თავშესაფარი გახსნა, საკიგაკის ლიდერის  უცნაური რიტუალების დროს ჯერ კიდევ მოუმწიფებელი ახალგაზრდა გოგონები მასთან სექსუალურ კავშირს ამყარებენ.

რომანში არსებობენ ასევე ე.წ. „პატარა ადამიანები“, რომლებიც წიგნის ავტორის თქმით, მკვდარი თხის პირიდან გადმოვიდნენ და ამ საზოგადოებას მართავენ. მურაკამი იყენებს ჯორჯ ფრეიზერის “ოქროს ტოტს” და ათამაშებს საკრალური მეფის მითს, საკიგაკის საზოგადოება მისდევს მიწათმოქმედებას, მათი “პატარა ადამიანებთან მოსაუბრე” ლიდერი კი  წარმოადგენს ნაყოფიერების ღმერთის სიმბოლოს, რომელიც მსხვერპლად უნდა შეეწიროს.

Aviary Photo_130828286539646007რელიგიური ფანატიზმი რომანის ერთ–ერთი ძირითადი თემაა, აომამეც იეჰოვა მოწმეების ოჯახში გაიზარდა, თუმცა 12 წლისამ კავშირი გაწყვიტა თავის ოჯახთან და რწმენაც უკუაგდო. აომამე სპორტული ინსტრუქტორი გახდა და სულიდან მთელი ზრუნვა სხეულზე გადაიტანა, მორწმუნესათვის დამახასიათებელი რელიგიური  რიტუალები ჩაანაცვლა სხეულის მოვლამ და კუნთების ყოველდღიურმა ვარჯიშმა, ცხოვრების ასკეტური წესი კი იგივე დარჩა.

რაც შეეხება თენგო კავანას, მისი მამა გადასახადების ამკრეფი იყო, იეჰოვას მოწმეების მსგავსად მასაც უწევდა შაბათობით მამასთან ერთად გადასახადების ასაკრეფად სიარული კარდაკარ. აომამეს და თენგოს ბევრი საერთო აქვთ, რაც მთავარია, ორივე შინაგანად მარტოსულია, ნელ–ნელა ირკვევა რომ სკოლაში სწავლის პერიოდში, ერთმანეთთან უცნაური ნაცნობობაც აკავშირებდათ.

“1Q84” არის მრავალგანზამობილებიანი და მრავალპლანიანი რომანი, უამრავი ლიტერატურული თუ მუსიკალური ალუზიით. საინტერესო გემოვნებიანი მკითხველისთვის. მისი ყველაზე ბანალური სათქმელი ალბათ ის არის, რომ რეალურ სამყაროსთან კავშირი არ უნდა გავწყვიტოთ, მიუხედავად იმისა, რომ პარალელური სამყაროების არსებობა, წიგნების, ინტერნეტის, ფილმებისა თუ უბრალოდ ფანტაზიების საშუალებით, გარდაუვალია. ნებისმიერ სამყაროს აქვს თავისი წესები, თუმცა ხშირად რიტუალები მეორდება. ადამიანები კი, ყველა სამყაროში ერთმანეთს ჰგვანან, თუნდაც მარტოსულობის განცდით.

Aviary Photo_130828285133302047

დატოვე კომენტარი