ანრი მატისი „მხატვრის ჩანაწერები“ 1908 წ.

“კალათა ფორთოხლებით” 1913წ.

რასაც მე ყველაზე მეტად ვემხრობი, არის ექპრესია.

ექპრესია, ჩემი აზრით, არ მდგომარეობს ადამიანის სახეზე ემოციათა მხურვალების გამოსახვაში, ან უხეშ ჟესტებში. ჩემი ნახატის მთლიანი განლაგება არის ექსპრესიული… კომპოზიცია დეკორატიული მანერით სხვადასხვა ელემენტების განლაგების ხელოვნებაა, რომელსაც  მხატვარი ემოციების გამოსახატავად იყენებს.

ორივეს, ფერის ჰარმონიასა და დისონანსაც შეუძლია სასურველი ეფექტის მიღება. ხშირად, მშვიდად მუშაობას, ჩემი უშუალო, ზერელი ფერთა შეგრძნებათა ჩანიშვნით ვიწყებ. რამოდენიმე წლის წინ, ეს პირველი შედეგი ჩემთვის საკმარისიც იყო, მაგრამ დღეს, ამით დაკმაყოფილების შემთხვევაში, ჩემი ნახატი არასრულყოფილი, დაუმთავრებელი იქნებოდა. მე უკუვაგდებდი მომენტის წარმავალ შეგრძნებებს, ისინი ხომ ვერ ასახავენ სრულყოფილად ჩემს შეგრძნებებს და მეორე დღეს, მე ვერ ჩავწვდებოდი მათ მნიშვნელობას. მსურს, მივაღწიო შეგრძნებათა განხილვის ისეთ მდგომარეობას, რომელიც ქმნის ნახატს.

არსებობს საგანთა გამოსახვის ორი გზა: პირველი, ეს არის მათი უხეშად გამოხატვა, მეორე არის მათი მხატვრულად ასახვა. მოძრაობის ზუსტ და მშრალ გამოხატულებაზე უარის თქმით, შესაძლებელია მშვენიერების მაღალი იდეალისა და ამაღლებულობის მიზნის მიღწევა.

“ჩემი ოთახი მშვენიერ სანაპიროზე”1918წ.

ვთქვათ, ვაპირებ ინტერიერის დახატვას:  ჩემს პირდაპირ კარადაა; ის მაძლევს კაშკაშა წითელის შეგრძნებას– და მე ვდებ წითელ ფერს ტილოზე, რომელიც მაკმაყოფილებს; მოულოდნელად, კავშირი იქმნება ამ წითელ ფერსა და ტილოს თეთრ ფერს შორის. თუ მე დავდებ მწვანეს წითლის მახლობლად, და თუკი იატაკს დავხატავ ყვითელ ფერში,  კვლავ იქნება ამ მწვანეს, ამ ყვითელსა და ტილოს თეთრ ფერს შორის კავშირი, რომელიც დამაკმაყოფილებს. მაგრამ ეს რამოდენიმე ტონი ასუსტებს ერთი–მეორეს. შესაბამისად,  სხვადასხვა ელემენტები, რომელსაც ვიყენებ, საჭიროა იყოს დაბალანსებული, რათა არ გააფუჭონ ერთმანეთი. ამისათვის, მე უნდა დავალაგო ჩემი იდეები; კავშირი ტონებს შორის უნდა იყოს იმგვარად დამყარებული, რომ მათ ხელი არ შეუშალონ ერთმანეთს.  ფერების ახალი კომბინაცია ძველზე უკეთესი იქნება და ის მომცემს მე ჩემი ინტერეპრეტაციების სრულყოფის საშუალებას….მე არ შემიძლია ბუნების მონურად კოპირება. მე უნდა მოვახდინო მისი ინტერპრეტრირება და მისი შეთავსება ნახატის სულთან. ამის შემდეგ. როცა ვიპოვი კავშირს ყველა ტონს შორის, შედეგი იქნება ტონების ცოცხალი ჰარმონია. ჰარმონია, რომელიც ჰგავს მუსიკალურ კომპოზიციისას.

რაზეც ვოცნებობ, არის ბალანსის, სიწმინდისა და უშფოთველობის ხელოვნება, მოკლებული უწესრიგობას ან დამთრგუნველი საგნის არსს. ხელოვნება, რომელიც იქნება ყველა გონებრივად მომუშავესთან, ბიზნესმენისა თუ მწერლისთვის, როგორც დამამშვიდებელი საშუალება, გონების დამაწყნარებელი, ფიზიკური დაღლილობისგან განსატვირთი რბილი სავარძლის მსგავსი.

დატოვე კომენტარი