ერთი აბზაცი „ნიჰილიზმზე“

ხშირად აკრიტიკებენ ახალგაზრდობას და ადანაშუალებენ ნიჰილიზმსა და პოლიტიკურ გულგრილობაში. პარალელად შეგვიძლია გავავლოთ ჰიპების შემდგომი თაობის ცხოვრების წესზე, მიუხედავად იმისა, რომ ისინი გაიზრდნენ მშობლების ამაღლებულ იდეებზე, თავისუფლებისთვის ბრძოლისა და პროტესტის გამოხატვის პერიოდში, ზუსტად ისინი გახდნენ კონსერვატიული საზოგადოების ყველაზე პრაგმატული წევრები, ორიენტირებულნი ფინანსურ კეთილდღეობასა და წინსვლაზე. არ შეიძლება ორ თაობას გაყვეს მსგავსი დამანგრეველი ენერგია, ჩვენმა წინა თაობამ ოცი წლის განმავლობაში უამრავი რამ მოასწრო, გათავისუფლება, დამოუკიდებლობის მოპოვება, გადატრიალება, სამოქალაქო ომი, რევულუცია. ჩვენი თაობა გაცილებით მშვიდია, რადგან სურვილი აქვს და ამბიცია, ცხოვრებაში გაატაროს და დაამკვიდროს ის ღირებულებები, რომლის გაგონებაზეც წინა თაობა აღგზნებული უკრავდა ტაშს და თვალცრემლიანი ეგებებოდა.

Image

2 thoughts on “ერთი აბზაცი „ნიჰილიზმზე“

დატოვე კომენტარი