Feeds:
Posts
Comments

Archive for the ‘ლიტერატურა’ Category

Image

“მიწის სიღრმეში წევს ჩემი სატრფო,
და მე ის მარტომ უნდა ვიგლოვო.”

1847 წელს დაწერილი ეს სტროფი, პომ მიუძღვნა თავის მეუღლეს, ვირჯინია კლემს, რომელიც იმავე წლის იანვარში გარდაიცვალა ტუბერკულოზით. ამბობენ, რომ დაკარგულ პოს ხშირად პოულობდნენ მეგობრები ღამ-ღამობით ცოლის საფლავზე,  ზამთრის სიცივეში გაყინულს .

Image

Read Full Post »

3777წარმოიდგინეთ ქვეყანა, სადაც არავინ კვდება, არც ავარიაში, არც თვითმკვლელობისას, არც სიბერით.

ახლა კი წარმოიდგინეთ სიკვდილი, რომელიც ადამიანის სახეს იღებს.

სარამაგოსთვის სიკვდილი ქალია.

უცნაურია, მაგრამ  სიკვდილი ჰუმანურიცაა, იმიტომ რომ კლავს(!), და ამავდროულად დახვეწილიც.

რომანის კითხვისას, რამდენიმე კითხვა უჩნდება მკითხველს:

1)      თუკი სიცოცხლე ადამიანის თანდაყოლილი უფლებაა, არის თუ არა სიკვდილიც მისი უფლება.

2)      რა არის მორალი? იცვლება თუ არა ის გარემოებისდა მიხედვით, და თავისი არსით, ინდივიდუალისტურია თუ კოლექტივისტური.

3)      ეკლესია, მეფე, მთავრობა- სიცოცხლისკენ არიან მიმართულნი, თუ სიკვდილისკენ?

4)  სიკვდილს რომ შეეძლოს არჩევანის გაკეთება, უარყოფდა თუ არა თავის ძალაუფლებას და გახდებოდა თუ არა მოკვდავი.

ამ და უამრავ სხვა კითხვაზე პასუხების გაცემა მწერლის პრეროგატივა არ არის.

მკითხველი კი, ნამდვილად გადარჩება და თავად გასცემს პასუხებს, თუკი გაუძლებს მწერლის სტილს და უშველებელი წინადადებების კითხვისას  სუნთქვის პროცესს სწორად წარმართავს. არ ვიცი, რას ერჩის სარამაგო მკითხველს, როცა არც დიალოგებს  გამოყოფს, სასვენ-ნიშნების დასმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მისი თქმით ხომ, სიკვდილსაც კი  აქვს უფლება დაისვენოს და მშვიდად აკეთოს თავისი საქმე.

სარამაგო 83 წლის იყო რომანი რომ დაწერა, ამ ასაკში ის უკვე აღიარებული, ნობელის პრემიით ხელდამშვენებული, თავის იდეებში დარწმუნებული, ცინიკოსი და თან შეიძლება ცოტათი დაღლილიც კი ჩანს. ის მშვიდად მოელის სიკვდილისგან იისფერ ბარათს.

ალფრედ კუბინის “საუკეთესო მკურნალი”  კი ერთ-ერთი უიშვიათესი ასახვაა მხატვრობაში სიკვდილის, როგორც ქალის.

Image

Read Full Post »

Image

ადამიანები ხშირად ახდენენ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას სამშობლოსთან, განიცდიან ქვეყნის ბედს, იზიარებენ და ცვლიან  მის ისტორიას. არჩევნები, მიტინგები, სამოქალაქო ომები და რევოლუციები ამის თანმდევი პროცესია.

რომანის გმირი იბადება 1947 წლის 15 აგვისტოს, ინდოეთის დამოუკიდებლობის გამოცხადების ღამეს.  სალემ სინაის, რომელსაც სახეზე აღებეჭდა ინდოეთის რუკა და თავისი ცხოვრება ქვეყნის ისტორიად აქცია,ვერ შეძლო თვალების დაუხამხამებლად ეცქირა სამყაროსათვის, შეიძლება მისი ამბავი არც იყოს ტრაგედია, მაგრამ როგორ შეიძლება სასიცოცხლო ძალებისგან დაცლილ, ომგამოვლილ, იდეებისგან და იმედებისგან თავისუფალ ადამიანს უწოდო ბედნიერი. ან ინდოეთის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ ხანას უშფოთველი.

სალემ სინაი და დანარჩენი „შუაღამის შვილები“, რომლებიც იმედებივით გაჩნდნენ დამოუკიდებლობის ღამეს, ებოძათ სხვადასხვა ტალანტები. ამ იმედებს ჰქონდათ არსებობის უფლება, მაგრამ დაბადებისთანავე დევნიდნენ, სახეს უშანთავდნენ, ხელ-ფეხს უკრავდნენ, და ბოლოს, რეპრესიების წყალობით, დაასაჭურისეს კიდეც, იმის შიშით, რომ ერთ დღეს შეძლებდნენ გაერთიანებას და ქვეყნის ბედის თავის ნებაზე შეცვლას.

იმედებამდე კი იყო იდეები, რომლებიც საგულდაგულოს დამალეს და მოაშორეს დღის სინათლეს. პოლიტიკური დევნილი ნადირ-ხანი, რომელიც ცხოვრებას იწყებს სალემის ბაბუის სახლის სარდაფში, ცოლად ირთავს სალემის დედას. ნადირ-ხანს ცოლი მხოლოდ ღამ-ღამოთ სტუმრობს, დღისით კი ისევ ადის მშობლებთან, პერსეფონესავით დამოგზაურობს ქვესკნელში და მის ზემოთ.  ნადირ-ხანი, ისევე როგორც ბევრი დრომოჭმული იდეა, უნაყოფო და უძლური აღმოჩნდება, მისი შავტუხა მეუღლე, ორი წლის ქორწინების შემდეგ კი, კვლავ ქალწული. ნადირ-ხანი გარბის, ქალს სახელს უცვლიან და მიყვება ახალ იდეას, სალემის ბიზნესმენი მამის სახით.

სექსუალური პოტენციის თემა ხშირად შემოდის რუშდის რომანში, ეს ალბათ მინიშნებაა პოლიტიკურ უძლურებაზე და ქვეყნის სისუსტეზე. ადამიანები იცვლებიან, იცვლება ქვეყნის ისტორიაც, ძველი შენობები ინგრევიან და მათ ადგილას ახალს აგებენ, მაგრამ მთავარი მაინც საძირკველია. სალემ სინაი ორჯერ ირთავს ცოლს, პირველისგან ჰყავს შვილი, რომლის მამაც თვითონ არ არის და ვისი ბიოლოგიური მამაც ასევე შუაღამის შვილია, ის ვისი კუთვნილი ადგილიც დაიკავა სალემმა დაბადებისთანავე. შივა, სალემის ბავშვის გარდა, ტოვებს უამრავ უკანონო შვილს, რომლითაც  აგრძელებს შუაღამის შვილების მემკვიდრეობას.

Image სალმან რუშდი საქვეყნოდ ცნობილი გახდა თავისი მეოთხე რომანით “სატანური ლექსები”. მიუხედავად იმისა, რომ ნახევარი მუსულმანური სამყარო რუშდის მოკვლით ემუქრება, ის განაგრძობს აქტიურ ცხოვრებას. 

Read Full Post »

„მარტო ამას ვიტყვი: ისმინეთ ჩემი ნაამბობი. მე ვარ პოლ ოსტერი. ეს არ არის ჩემი ნამდვილი სახელი.“

  niu-iorkuli trilogia   ერთი შეხედვით, ყოველი ნაწარმოები ჩვენგან დამოუკიდებლად, ჩვენი რეალური სამყაროს პარალელურად არსებობს, ჩვენ ვგრძნობთ მათ მატერიალურობას, ვეხებით წიგნს, ვფურცლავთ, ვდებთ მასში სანიშნს ან ვწყვეტთ კითხვას რომელიმე პარაგრაფის შემდეგ… წიგნის სათაური, ავტორის ფსევდონიმი, წინასიტყვაობა, ეპიგრაფი, თავები და ა.შ. გვაძლევენ საშუალებას დავინახოთ ტექსტის საზღვრები, განვაცალკეოთ ნაწარმოები ავტორისაგან და ჩვენგან, მაგრამ რა ხდება მაშინ როცა ეს ყოველი კომპონენტი ერთმანეთში ირევა და ხდება ტექსტის ნაწილი. როცა ავტორი თავად არის წიგნის პერსონაჟი, როცა ორი პერსონაჟი ადგილებს ცვლის, როცა ირევა დრო, სივრცე, ცნობიერება და ჩვენ ვეღარ ვაგნებთ დასასრულს, მაგრამ სამაგიეროდ გვრჩება უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა.

     პოლ ოსტერის გმირები უსასრულოდ და თითქოს უაზროდ დაეხეტებიან ნიუ-იორკის ქუჩებში, ზოგიერთი დატანჯული მკითხველი თავს მათსავით გრძნობს, კითხვის პროცესი აუტანელიც კი შეიძლება გახდეს, როცა სიუჟეტი გაუგებარია, მწერლის განზარხვა ბუნდოვანი, აღქმის უნარი დაკარგული და სამყარო გაუცხოებული. ადამიანი ცხოვრობს და აზროვნებს თავისი ენით აგებულ სამყაროში, ხშირად იმეორებდა ჩემი ენათმეცნიერების ლექტორი, პოლ ოსტერის რომანის კითხვისას მივხვდი, რას ნიშნავს, როცა კარგავ ენას, კარგავ კავშირს სამყაროსთან და სხვა ადამიანებთან. ტრაგედიაა, როცა არ გყოფნის სიტყვები, მაშინ როცა სამყაროში უამრავი საგანი და განცდაა. ნიუ-იორკული ტრილოგია ეს არის რომანი, რომელიც იმდენივე კუთხით შეიძლება აღწერო, რამდენი ამბავიცაა მასში მოთხრობილი, ამბავი კი ნამდვილად ბევრია. აქ ვერ იპოვით ერთ გამოკვეთილ ხაზს, რომელსაც გაჰყვებით წიგნის დასაწყისიდან დასასრულამდე, ვერ იპოვით პასუხებს, შეიძლება იმასაც ვერ მიხვდეთ რისი თქმა სურდა ავტორს, მაგრამ ერთს კი ნამდვილად მიხვდებით, თუკი დიდხანს დიდხანს დააკვირდებით ვინმეს, ძალიან დიდხანს და დაჟინებით, შეიძლება დაგავიწყდეთ თქვენი თავი და სწორედ იმ სხვად იქცეთ. ენის დაკარგვაზე დიდი ტრაგედია ხომ საკუთარი თავის დაკარგვა, („და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია-უნდა მახსოვდეს, ვინ ვარ; მახსოვდეს, ვინ უნდა ვიყო”… )

    „შუშის ქალაქში“ მოყოლილი ამბებიდან ძალიან ბევრი სინამდვილეს შეეფერება. შეიძლება ამერიკის ისტორიის მცირე კურსადაც კი მივიჩნიოთ. 1620 წელს, რელიგიური თავისუფლების მაძიებელი პურიტანელთა ხომალდი „მეიფლაუერი“ ჩრდილოეთ ამერიკის სანაპიროს ერთი მიზნით მიადგა, „აღთქმული ქვეყნის“ შექმნა დედამიწაზე. პურიტანელები აღიარებდნენ ღმერთის შეუცნებლობას, მაგრამ ამავე დროს თვლიდნენ რომ მისი ნაწილობრივი აღქმა შესაძლებელია, რადგან სამყაროს შექმნა მუდმივად მიმდინარე აქტია და ადამიანიც მისი შემოქმედების ნაწილია. ადამიანმა დაკარგა ღმერთის მიერ მოცემული ინტელექტუალური ძალა პირველი ცოდვის შემდეგ, მაგრამ მიეცა ცოდნის მეორე წყარო- ბიბლია.

      პიტერ სტილმენის პერსონაჟი ცდილობს დაკარგული ინტელექტუალური ძალის დაბრუნებას ენის აღდგენის გზით, ის კეტავს საკუთარ ვაჟს სიბნელეში, იმ მიზნით, რომ აღადგინოს პირველყოფილი ენა, პირველყოფილი არ მიხსენებია უბრალოდ, პირველყოფილურ მდგომარეობაში დაბრუნებაში იგულისხმება ადამიანის მიერ მოპოვებული ყოველივე ცოდნის უგულებელყოფა, ანუ ბუნებრივი მდგომარეობა ერთი მხრივ გამოქვაბულში, მეორეს მხრივ ბიბლიურ ედემში, როცა აკრძალული ხილი ჯერ კიდევ ხეზეა და ღმერთი და ადამიანი მშვიდად საუბრობენ ერთ ენაზე.

           მეჩვიდმეტე საუკუნის ამერიკაში იწყება მოძრაობა „დიდი გამოღვიძება“. ჯონათან ედვარდსი „დიდ გამოღვიძებას“ ღვთაებრივ წინასწარმეტყველებას უკავშირებდა და თვლიდა რომ ამერიკის კონტინეტზე ახალმოსახლეთა დასახლება ღვთის უშუალო ნება-სურვილით მოხდა, ამისათვის ის იმოწმებდა ბიბლიიდან ადგილებს. სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება ამერიკელი ერის განსაკუთრებული ისტორიული მისიის არსებობისადმი რწმენა. ამ აზრს იზიარებდნენ მოგვიანებით ტრანსცენდენტალისტებიც. ოსტერზე აშკარაა ემერსონისა და თოროს გავლენა. ემერსონი ადამიანებს მოუწოდებდა მატერიალიზმისგან თავის დაღწევისა და ინდივიდუალიზმისაკენ: „ირწმუნე შენი თავის, არ იცხოვრო ისე, როგორც ამას მოითხოვს შენგან მატყუარა, ან მოტყუებული ხალხი, რომლებთანაც შენ გაქვს ურთიერთობა. უთხარი შენს თავს: დღეიდან ვეკუთვნი ჭეშმარიტებას. არ ვემორჩილები არანაირ კანონს, გარდა მარადიულისა. მე არ მინდა ვიყო შებოჭილი არანაირი აუცილებლობით.“ ასე იქცევა დევიდ თოროც, მიდის რა უოლდენის ტყეში, ასე იქცევა პოლ ოსტერის პერსონაჟი ქუინიც, იქცევა რა ჩვეულებრივ მაწანწალად ნიუ-იორკის ქუჩებში. ქუინი აკვირდება ცას, ამჩნევს უამრავ ფერს, ანსხვავებს ვარსკვლავებს, წინასწარ ხვდება ამინდის ცვლილებებს, ის ხდება ბუნების ნაწილი, ესეც ემერსონთან გვაბრუნებს. ემერსონი თვლიდა, რომ ბუნებრივი მოვლენები ქმნიან ენას და ბუნება არის მეტყველება, რომლის მეშვეობითაც მეტყველებს ღმერთი. სწორედ ბუნებასთან შერწყმით ხდება ადამიანი „ზესულის“ ნაწილი.

   პოლ ოსტერს შეუძლია მკითხველი აქციოს თავისი მხატვრული სამყაროს ნაწილად, თავი აგრძნობინოს ნიუ-იორკში, ან ჩაკეტილ ოთახში მყოფ დეტექტივად, რომელიც გამუდმებით უთვალთვალებს მოპირდაპირე კორპუსში ვიღაცას, შენც დაკარგული ხარ, აჩრდილი ხარ, ორეული გყავს, რომელიც მატარებლიდან გამოსული სხვა გზით წავა, შენც ურიგდები მამას და გეშინია სიტყვების, რომლებსაც დაკარგავ, ან თეთრი ფერის, რომელიც მოულოდნელად იქცევა შავად.

   რაც მთავარია,სამყაროში არსებობს უამრავი კითხვა, რომლებზეც არაა აუცილებელი მწერალმა გასცეს პასუხები, მწერლის პრეროგატივაა ისინი დასვას.

Read Full Post »


6

მხატვრული ლიტერატურა ქართულ ენაზე

 

  1. „ამერიკული მოთხრობები“ 1983
  2. „ამერიკული ნოველა XIX საუკუნე“
  3. „თანამედროვე დრამატურგია“ 2005
  4. ალბერ კამიუ „შავი ჭირი“
  5. ალექსანდრე დიუმა „სამი მუშკეტერი“ ორი ტომი, 2011
  6. ანდრეი პლატონოვი „მოთხრობები“
  7. ანტიკური ლიტერატურის ანთოლოგია. რომი III წიგნი 2009
  8. ართურ კონან დოილი „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“
  9. გაბრიელ გარსია მარკესი „მარტოობის ასი წელიწადი“
  10. გაბრიელ გარსია მარკესი „სიყვარული ჟამიანობის დრო“ 2010
  11. გაბრიელ გარსია მარკესი „ფოთოლცვენა“
  12. გი დე მოპასანი „ლამაზი მეგობარი“ 2012
  13. გიუნტერ გრასი „დედალი ვირთაგვა“ 2011
  14. გოეთეს დრამები
  15. გუსტავ ფლობერი „მადამ ბოვარი“
  16. დასავლეთ ევროპის ლიტერატურის ქრესტომათია 1950
  17. დოსტოევსი „ეშმაკნი“
  18. დოსტოევსკი „იდიოტი“
  19. ედგარ პო „მოთხრობები“
  20. ემილ ზოლა „ხაფანგი“ 2012“
  21. ერიხ მარია რემარკი „ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა“
  22. ერიხ მარია რემარკი „ტრიუმფალური თაღი“ 2011
  23. ერნესტ ჰემინგუეი „მშვიდობით იარაღო“
  24. ვირჯინია ვულფი „მისის დოლოვეი“ 2012
  25. თომას მანი „ბუდენბროკები“
  26. თომას მანი „ლოტე ვაიმარში“
  27. ინგმარ ბერგმანი „გულახდილი საუბრები“ 2008
  28. ინგმარ ბერგმანი „ლატერნა მაგიკა““ 2011
  29. კნუტ ჰამსუნი „შიმშილი“ 2010
  30. ლათინოამერიკული რომანები (ასუელა, ასტურიასი, გალიეგოსი)
  31. ლუიჯი პირანდელო „მოთხრობები“
  32. მაინ რიდი „უთავო მხედარი“ 2011
  33. მიგელ ასტურიასი „დამარხულთა თვალები“
  34. მიგელ დე უნამუნო „ბურუსი“
  35. მიშელ უელბეკი “ელემენტარული ნაწილაკები“ (მაგარყდიანი) 2009
  36. მიშელ უელბეკი „ელემენტარული ნაწილაკები“ 2005
  37. მიხეილ ბულგაკოვი „ოსტატი და მარგარიტა“
  38. მონძაემონ ჩიკამაცუ „შეყვარებულთა თვითმკვლელობა“ 1991
  39. ორჰან ფამუქი „თოვლი“  2011
  40. ორჰან ფამუქი „უმანკოების მუზეუმი“ 2011
  41. ორჰან ფამუქი „შავი წიგნი“ 2013
  42. ორჰან ფამუქი „ჯევდეთ ბეის ვაჟიშვილები“  2009
  43. ოსკარ უაილდი „დორიან გრეის პორტრეტი“ 2011
  44. პოლ ოსტერი „ნიუ-იორკული ტრილოგია“ 2008
  45. ჟორჟე ამადუ „დონა ფლორი და მისი ორი ქმარი“
  46.  რეი ბრედბერი „541 ფარენჰაიტით და მოთხრობები“
  47. რიონესკუ აკუტაგავას „დიალოგი წყვდიადში“
  48. რიუნოსკე აკუტაგავა „მოთხრობები“ 2012
  49. რობერტ მუზილი „უთვისებო კაცი“ I ტომი 2008, II ტომი 2011
  50. სელმა ლაგერლოფი „ნილსის მოგზაურობა“
  51. სერვანტესი „დონ კიხოტი“ ორი ტომი
  52. უილიამ საროიანი „ვესლი ჯექსონის თავგასავალი“
  53. უილიამ ფოლკნერი „აბესალომ, აბესალომ“
  54. უილიამ ფოლკნერი „აგვისტოს ნათელი“ 
  55. უილიამ ფოლკნერი „ქალაქი“
  56. უმბერტო ეკო „ვარდის სახელი“ 2011
  57. ფედერიკ ბეგბედერი „99 ფრანკი“ 2011
  58. ფიოდორ დოსტოევსკი „ძმები კარამაზოვები, ორი ტომი, 2011
  59. ფრანსუა რაბლე „გარგანტუა და პანტაგრუელი“
  60. ფრანსუაზ საგანი „გიყვართ ბრამსი?“ 2012
  61. ფრანც კაფკა „პროცესი“
  62.  ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი „ნაზია ღამე“
  63. ქენძაბურო ოე „დაგვიანებული ახალგაზრდობა“ 1986
  64. შტეფან ცვაიგი „მარიამ სტიუარტი“ 2011
  65. ხორხე ლუის ბორხესი 2012
  66. ხულიო კორტასარი „კლასობანა“
  67. ხულიო კორტასარი „მოთხრობები 1984
  68. ჯეიმზ ჯოისი „დუბლინელები“ 2008
  69. ჯეიმზ ჯოისი „ულისე“ 1983
  70. ჯონ გოლზუორთი „მოთხრობები“
  71. ჯონათან სვიფტი „გულივერის მოგზაურობა“
  72. ჯორჯ ორუელი „1984“ 2006
  73. ჯორჯ ორუელი „ცხოველების ფერმა“ 2008
  74. ჰაინრიხ ბიოლი „კლოუნის თვალთახედვა“ 2012
  75. ჰაინრიხ ბიოლის მოთხრობები
  76. ჰარუკი მურაკამი „ნადირობა ცხვარზე“ 2008
  77. ჰერმან მელვილი „მობი დიკი“
  78. ჰერმან ჰესე „ნარცისი და გოლდმუნდი“ 2009

 

 

 

„ინტელექტის“ ნობელის პრემიის ლაურეატები

 

  1. ანდრე ჟიდი „ყალბი ფულის მჭრელები“
  2. ბერნანდ შოუ „პიგმალიონი, წმინდა იონა“
  3. ბორის პასტერნაკი „ექიმი ჟივაგო“
  4. გაბრიელ გარსია მარკესი „მოთხრობები“
  5. გიუნტერ გრასი „ჩემი საუკუნე“
  6. გრაცია დელედა „ლერწამი ქარში“
  7. დარიო ფო „პიესები“
  8. დორის ლესინგი „ნაპრალი“
  9. ელფრიდ იელინეკი „პიანისტი ქალი“
  10. ვიდიადჰარ ნაიპოლი „ნახევარი სიცოცხლე“
  11. თომას მანი „ავანტიურისტ ფელიქს კრულის აღსარება“
  12. იასუნარი კავაბატა „ათასფრთიანი წერო“
  13. კამილო ხოსე სელა „პასკუალე დუარტეს ოჯახი“
  14. კნუტ ჰამსუნი „განცდილი და ნაფიქრალი კავკასიაში“
  15. ლე კლეზიო „გაზაფხული და წელიწადის სხვა დრონი“
  16. ლუიჯი პირანდელო „განსვენებული მატია პასკალი“
  17. მიგელ ანხელ ასტურიასი „გვატემალის ლეგენდები“
  18. ორჰან ფამუქი „თეთრი ციხესიმაგრე“
  19. პერ ლაგერსკვიტი „ქორწილი“
  20. ჟოზე სარამაგუ „მოგონებანი მონასტერზე“
  21. რადიარდ კიპლინგი „ნამგეი დულა“
  22. სელმა ლაგერლოფი „საგა იოსტა ბერლინზე“
  23. სოლ ბელოუ „მისტერ სამლერის პლანეტა“
  24. ტომას ტრანსტრომერი „სანახევრო სამოთხე“
  25. უილიამ ბატლერ იეტსი „კელტური მიმწუხრი“
  26. უილიამ ფოლკნერი „გამტაცებელნი“
  27. უინსტონ ჩერჩილი „მოახლოებული ქარიშხალი“
  28. ქენძაბურო ოე „მოთხრობები“
  29. ჯონ მაქსველ კუტზეე „მისტერ ფო“
  30. ჯონ სტაინბეკი „ზამთარი ჩვენი მღელვარებისა“
  31. ჰაინრიხ ბიოლი „უკაცო სახლი“
  32. ჰალდორ ლაქსნესი „მყინვარისპირეთი“
  33. ჰენრიკ სენკევიჩი „უდაბნოსა და ჯუნგლებში“
  34. ჰერმან ჰესე „დამსვენებელი“

 

მსოფლიო კლასიკა

 

  1. გოეთე „ფაუსტი“ I ნაწილი
  2. კნუტ ჰამსუნი „მისტერიები“
  3. კობო აბე „ქალი ქვიშაში“
  4. მარიო ვარგას ლიოსა „დეიდა ხულია“
  5. მაქს ფრიში „HOMO FABER”  
  6. მიშელ უელბეკი „პლატფორმა“
  7. ორჰან ფამუქი „მე წითელი მქვია“
  8. რჩეული მოთხრობები I, II, III ტომი
  9. უილიამ გოლდინგი „ბუზთა ბატონი“

 

მსოფლიოს რჩეული მოთხრობები

 

  1. ალექსანდრ კუპრინი
  2. ალფონს დოდე
  3. ანტონ ჩეხოვი
  4. გი დე მოპასანი
  5. ერნესტ ჰემინგუეი
  6. თეოდორ დოსტოევსკი
  7. თომას მანი
  8. იუკიო მისიმა
  9. კამილო ხოსე სელა
  10. მიგელ დე უნამუნო
  11. მიხაილ ბულგაკოვი
  12. ოლდოს ჰაქსლი
  13. ონორე დე ბალზაკი
  14. პაველ ვეჟინოვი
  15. პროსპერ მერიმე
  16. რადიარდ კიპლინგი
  17. რიუნოსკე აკუტაგავა
  18. რობერტ ბლოჰი
  19. რობერტ შეკლი
  20. სომერსეტ მოემი
  21. სტივენ კინგი
  22. უილიამ ფოლკნერი
  23. ფრანც კაფკა
  24. შტეფან ცვაიგი
  25. ხორხე ლუის ბორხესი
  26. ხულიო კორტასარი
  27. ჯეკ ლონდონი
  28. ჯერომ სელინჯერი
  29. ჯინ გოლზუორთი
  30. ჰერბერტ უელსი

 

ქართული ლიტერატურა

 

  1. აკა მორჩილაძე „შენი თავგადასავალი“
  2. ბესიკ ხარანაული „ეპიგრაფები დავიწყებულ სიზმრებისათვის“
  3. გურამ დოჩანაშვილი „სამოსელი პირველი“
  4. გურამ დოჩანაშვილის მოთხრობები
  5. გურამ რჩეულიშვილის მოთხრობები
  6. დავით გურამიშვილი „დავითიანი“ 1894
  7. კოტე ჯანდიერი „გლობალიზაცია“
  8. ლავრენტი არდაზიანი „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“
  9. ლეო ქიაჩელი „გვადი ბიგვა“
  10. ნაირა გელაშვილი  „ამბრნი, უმბრნი და არაბნი…“
  11. ნაირა გელაშვილი  „დედის ოთახი“
  12. ოთარ ჭილაძე „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“
  13. ოთარ ჭილაძე „გოდორი“
  14. ოთარ ჭილაძე „ყოველმან ჩემმან მპოვნელმან…“
  15. ოთარი ჭილაძე “რკინის თეატრი“
  16. ჭოლა ლომთათიძე „საპყრობილეში“
  17. ჯემალ ქარჩახაძის მოთხრობები  „დრო“
  18. ჯემალ ქარჩხაძე „განზომილება“
  19. ჯემალ ქარჩხაძე „ზებულონი“

 

ფილოსოფია, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ისტორია, მითოლოგია და სხვ.

 

  1. „დასავლეთ ევროპის ლიტერატურა ესეები“
  2. ა. მენთეშაშვილი „დიპლომატიის ისტორია“ პირველი წიგნი
  3. აკაკი გელოვანი „მითოლოგიური ლექსიკონი“
  4. არისტოტელე „პოეტიკა“
  5. აფანასიევა „ძველი აღმოსავლეთის ხელოვნება“
  6. ბლეზ პასკალი „აზრები“
  7. ბიოგრაფია „აინშტაინი“
  8. ბიოგრაფია „ბითლზი“
  9. ბიოგრაფია „ფიშერი“
  10. დიმიტრი უზნაძე „განწყობის ფსიქოლოგია“
  11. ე. ტარლე „ტალეირანი“
  12. ედმუნდ ჰუსერლი „პარიზული მოხსენებები“
  13. ემილი დიურკემი „სოციოლოგიის მეთოდის წესები“
  14. ენტონი ბერჯესი „ერნესტ ჰემინგუეი და მისი სამყარო“
  15. ერნსტ კასირესი „რა არის ადამიანი“
  16. ვასილი კანდისკი „სულიერების შესახებ ხელოვნებაში“
  17. ზაქარიაძე „ნარკვევები ამერიკულ ფილოსოფიაში“
  18. თოფჩიშვილი „ამერიკის ხალხთა ეთნოლოგია“
  19. იმანუელ კანტი „რელიგია მხოლოდ გონების საზღვრებში“
  20. იმანუელ კანტი „წმინდა გონების კრიტიკა“
  21. იოჰან ჰაიზინგა „კაცი მოთამაშე“
  22. ირაკლი იმედაძე „ფსიქოლოგიის ისტორია“
  23. კარლ იუნგი „ფსიქოლოგია და ალქიმია“
  24. ლაო ძი „დაო დე ძინი“
  25. მერაბ მამარდაშვილი „საუბრები ფილოსოფიაზე“
  26. მიგელ დე უნამუნო „ესეები“
  27. მიშელ ფუკო „სიტყვები და საგნები“
  28. მონტესკიე „კანონთა გონი“
  29. ნეტარი ავგუსტინე „აღსარებანი“
  30. პიერ ბურდიე „მსჯელობის სოციალური კრიტიკა“
  31. პლატონი „პარმენიდე“
  32. პლატონი „სახელმწიფო“
  33. პრონიკოვი „იაპონელები“
  34. ჟან პოლ სარტრი „ეგზისტენციალიზმი ჰუმანიზმია“
  35. ჟან ჟაკ რუსო „მსჯელობა ადამიანთა შორის უთანასწორობის შესახებ“
  36. რენე დეკარტი „მსჯელობა მეთოდის შესახებ“
  37. რისმაგ გორდეზიანი „ბერძნული ცივილიზაცია“ პირველი ტომი
  38. სტივენ ჰოკინგი „დროის მოკლე ისტორია“
  39. უმბერტო ეკო „რა სწამს მას ვისაც არ სწამს“
  40. ფრიდრიც ნიცშე „ესე იტყოდა ზარათუსტრა“
  41. ფროიდი „ფსიქოანალიზი“
  42. ქართული სამართლის საფუძვლები
  43. შოპენჰაუერი „სქესური სიყვარულის მეტაფიზიკა“
  44. ძველი აღმოსავლეთის ისტორია
  45. ხოსე ორტეგა ი გასეტი „მასების ამბოხი“
  46. ჰეგელი „გონის ფილოსოფია“
  47. ჰეგელი „ესთეტიკა“
  48. ჰედლი ბული „ანარქიული საზოგადოება“
  49. ჰეროდოტე „ისტორია“ ორი ტომი

 

რუსულ და ინგლისურ ენაზე

 

 

 

  1. шопенгауэр –  под завесой истины
  2. фрейд -психология бессознательного
  3. по италии
  4. Легенды и сказания Древней Греции и Древнего Рима 
  5. томас манн – доктор фаустус
  6. а.солженицын -раковый корпус
  7. ильф и петров- 12 стульев золотой теленок
  8. герман гессе -игра в бисер
  9. всеобщая история искусств том 3 (რენესანსი)

 

 

Ф. М. Достоевский. Собрание сочинений в 10 томах 

А. П. Чехов - Полное собрание сочинений (том 4 )

А. С. Пушкин. Собрание сочинений в 3 томах

Н. В. Гоголь. Собрание сочинений в 6 томах

 

ინგლისურ ენაზე

 

 

1.      Norman Mailer – The Naked and The Dead

2.      Toni Morrison – Song of Solomon

3.      Nathaniel Hawthorne – The Marble Faun

4.      Aldous Huxley – Crome Yellow

5.      Agatha Cristie – Selected Stories

6.      John Clellon Holmes – Go

7.      Rudyard Kipling – Just So Stories

8.      Charlotte Bronte – Jane Eyre

9.      R.L. Stevenson – Treasure Island

10.  John Updike – The Centaur

11.  Oscar Wilde – Fairy Tales

12.  Hemingway – The old man and the sea

13.  Sherwood Anderson – Short Stories

14.  H.G. Wells – The Invisible Man

15.  Doris Lessing – No Witchcraft for Sale

16.  Science Fiction Short Stories

17.  Cormac Mccarthy – The road

18.  Philip Roth – The American Pastoral

19.  John Updike – Rabbit Run

20.  Virginia Woolf – Mrs. Dalloway

21.  O’Henry – 100 Selected Stories

22.  Saul Bellow – Humboldt’s Gift

23.  J.Fenimore Cooper – The Spy

24.  George Bernard Shaw – Stories, Plays, Essays , Letters

25.  Truman Capote – Breakfast at Tiffany’s

26.  William Faulkner – Absalom, Absalom

27.  F.Scott Fitzgerald – Short Stories

28.  Oscar Wilde – Plays

29.  James Patterson – Cross

30.  J.D. Salinger – The Catcher In The Rye

31.  Jack Kerouac – On The Road

32.  Thomas Pynchon – Gravity’s Rainbow

33.  Thomas Wolfe – Look Homeward, Angel

34.  Nabokov – Lolita, Pnin, Pale Fire

35.  Dos Passos – Usa Trilogy

36.  Henry Miller – Tropic of Capricorn

37.  Henry Miller – Tropic of Cancer

38.  Henry Miller – Black Spring

39.  Eugene O’Neil, Lillian Helman, Tenessee Williams

40.  James Joyce – Dubliners, A Portrait of The Artist

41.  An Anthology of English and American Verse

42.  Shakespeare – King Lear (Norton Critical)

43.  Byron – Poetry and Prose ( Norton Critical)

44.  William Faulkner – The Sound and The Fury (Nort. Critical)

45.  Sylvia Plath -  The Bell Jar

46.  Haruki Murakami – 1Q84 (3 Volumes)

47.  Virginia Woolf – Jacob ‘s Room (Norton Critical)

48.  Granta Journal – Horror Stories

49.  Salman Rushdie – Satanic Verses

50.  Jose Saramago – Gospel According To Jesus Christ

51.  Kurt Vonnegut – Cat’s Cradle, Mr. Rosewater, Breakfast of Champions

Non Fiction

52.   The Oxford History of English Literature

53.  Sam Hunter – Modern American Painting and Sculpture

54.  The American Age of Reason (Franklin, Jefferson, Paine)

55.  J.G Frazer – The Golden Bough

56.  Carlos Eire – Waiting for snow in Havana

57.  The Challenge of Democracy 3rd edition

58.  The Challenge of Democracy 5th edition

59.  The Oxford History of Europe

60.  The Oxford History of World Cinema

61.  History of Art (Janson)

 

Carlos Castaneda  “Las enseñanzas de Don Juan: una forma yaqui de conocimiento” (ესპანურად)

 

საბავშვო ლიტერატურა და ენციკლოპედიები

 

  1. English fairy tale
  2. ასტრიდ ლინდგრენი „სახურავის ბინადარი კარლსონი“
  3. მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები (რუსულად)
  4. მსოფლიოს ხალხთა ზღაპრები, ორი ტომი
  5. ნატო დავითაშვილი „ამბავი ლილე იროელისა“
  6. ტოლკინი „ბეჭდების მბრძანებელი“ სამი ტომი
  7. ტოლკინი „ჰობიტი“
  8. ქართული ზღაპრები, ორი ტომი
  9. ჰარი პოტერი სრულად შვიდი ტომი
  10. გეოგრაფიის ენციკლოპედია
  11. მსოფლიო ისტორიის ენციკლოპედია
  12. მსოფლიოს უდიდესი საოცრებანი
  13. უკანასკნელი ხუთასი წელი
  14. შუა საუკუნეები
  15. ცნობილ ადამიანთა ენციკლოპედია
  16. ძველი მსოფლიო

 

 

Read Full Post »

      საინტერესო ისტორია აქვს ედგარ ალან პოს  ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ  ლექსს „ყორანს“.  გასაკვირია და  თავდაპირველად იმ გაზეთში უთხრეს  უარი დაბეჭდვაზე, რომლის რედაქტორიც მანამდე თვითონ იყო  და კრიტიკულ წერილებსაც აქვეყნებდა წლების განმავლობაში, თუმცა იმასაც ამბობენ,  ქველმოქმედების სახით თხუთმეტი დოლარი მიიღო გაზეთის მფლობელისა და მისი მეგობრის, მისტერ ჯორჯ გრაჰამისგანო.

    მოგვიანებით, „ American Review” ს მიჰყიდა ცხრა დოლარად და 1945 წლის თებერვალში დაიბეჭდა კიდეც ფსევდონიმით „Quarles”, პარალელურად,  ამავე წლის იანვარში,  უკვე თავისი სახელითა და გვარით  ბეჭდავს ლექსის ბოლო ვერსიას „Evening Mirror”-ში .  „ყორანს“  წარმატება ხვდა წილად  და იმ პერიოდის  თითქმის ყველა პერიოდულ გამოცემა და ანთოლოგია მოიცვა.  გამომცემლობა Wiley and Putnam”, რომელიც დღესაც არსებობს უმსხვილესი კომპანიის  “Penguin Group” ის შემადგენლობაში, 1845 წლის ივნისში გამოსცემს პოს პროზაული ნაწარმოებების კრებულს , ხოლო ნოემბერში ელიზაბეტ ბარეტ-ბრაუნინგისადმი მიძღვნილ მისი ლექსების კრებულსაც, სხვათაშორის, სწორედ მისი ლექსიდან „Lady Geraldine’s Courtship” სესხულობს პო რთულ რითმსა და ლექსის წყობას  „ყორანში“. აღნიშნული კრებული კი 100 გვერდს მოიცავდა და მხოლოდ 31 ცენტი ღირდა.

   რაც შეეხება ილუსტრაციებს, 1858 წელს ბრიტანეთში გამოცემულ პოს ანთოლოგიაში „ყორანი“ ილუსტრირებულია ჯონ ტენიელის მიერ.

Tenniel-TheRaven

ცნობილია ასევე გუსტავ დორეს მრავალრიცხოვანი გრავიურები, რომლებიც თან ერთვის ლექსის თითოეულ სტროფს

DoreRavenAtWindow

DoreRavenFlungShutter

DoreRavenNightlyShore

საფრანგეთში “ყორანი” 1875 წელს გამოიცა (Le corbeau) ,  ინგლისურიდან თარგმნა ცნობილმა  სიმბოლისტმა პოეტმა სტეფან მალარმემ, ხოლო ილუსტრირება შესთავაზა თავის მეგობარსა და ასევე ყველასათვის ცნობილ მხატვარს- ედუარ მანეს, რომლის ლითოგრაფიებიც ალბათ ყველაზე მეტად გამოხატავენ პოს სულიერ მდგომარეობასა და ლექსის განწყობას.


Raven_Manet_B2 Raven_Manet_C2 Raven_Manet_D2 Raven_Manet_E2_corrected

P.S. ლექსის პირველი ქართული თარგმანი ეკუთვნის ვაჟა ფშაველას, რომელმაც რუსულიდან თარგმნა 1906 წელს.

Read Full Post »

იაპონელი წარმოშობის ინგლისელი მწერლის კაძუო იშიგუროს რომანი „არასოდეს გამიშვა“ დეკადის სუკეთესო წიგნთა ათეულში შედის.

ადამიანის კლონირება არ არის რომანის ძირითადი თემა, მაგრამ მწერლის სტილი, გაამახვილოს მკითხველის ყურადღება დეტალებზე და დატოვოს სიუჟეტის მიღმა ბევრი რამ, აიძულობს მკითხველს გამუდმებით იფიქროს ამ საკითხზე.

დებატები კლონირების შესახებ 1960–იანი წლებიდან იწყება, მეცნიერები ჯოშუა ლედერბერგერი და ჯეიმს უოტსონი  სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში იწყებენ პოლემიკას თუ  რა არის კლონირება,  დეჰუმანიზაციის საფრთხე თუ მეცნიერების გამარჯვება.

ბოლო პერიოდში, მეცნიერებმა და საზოგადოებამ ერთმანეთისაგან განასხვავა თერაპიული და რეპროდუქციული კლონირება. ეს უკანასკნელი მთლიანი ინდივიდუალების შექმნას გულისხმობს.

ბევრ ქვეყანაში,  მათ შორის დიდ ბრიტანეთსა და აშშ–ში ნებადართულია თერაპიული კლონირება, რადგან ის მრავალი ავადმყოფობის განკურნების იმედს იძლევა.

იშიგუროს რომანი ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა რეპროდუქციული კლონირება თერაპიული მიზნებისთვის, ორგანოთა დონაცია და ტრანსპლანტაცია.

ხშირად ისმევა კითხვა, იქნებიან  თუ არა კლონირებული ადამიანები მხოლოდ ორიგინალის ქსერო–ასლები, თუ მათაც ექნებათ სული?

ან რამდენად ეთიკურია ორგანოთა დონაცია, რადგან როგორც ცნობილია, დღესაც არსებობს შავი ბაზარი,  თუ გავითვალისწინებთ იმასაც, როგორ ხუჭავს თვალს საზოგადოება იმ სისასტიკეზე, რომელიც ხდება ორგანოების მოთხოვნის გამო ბევრ ქვეყანაში, თუკი მეცნიერება შესაძლებელს გახდის კლონირებას, რისთვის ან ვისთვის იქნებიან გამოყენებული კლონირებული ადამიანები?

მხოლოდ ამერიკაში, 100 000 ადამიანია ორგანოების რიგში .

კლონირების გასამართელებელ მიზეზებში ჯანმრთელობის გამოსწორებასა და უშვილობის პრობლემის მოხსნასთან ერთად, შეხვდებით ისეთ იდეებს, როგორიცაა კლონირებულისთვის უკეთესი მომავლის შექმნა, ფინანსურად უზრუნველყოფა, გასაკვირია და იდენტობის უფრო მძაფრი შეგრძნება და რელიგიური თავისუფლება,  ასევე უამრავი  ადამიანის სურვილი, იყოს კლონირებული.

ჰეიშლიმის სკოლის მიზანი იყო იმის დამტკიცება, რომ კლონირებულ ადამიანებსაც აქვთ სული, ხოლო  კეტის, რუთის და ტომის ამბავმა დაამტკიცა ის, რომ მათაც შეუძლიათ სიყვარული და აქვთ ბედნიერების განცდის მოთხოვნილება.

Read Full Post »

 

რომანი, რომელიც ნაწილობრივ  ავტობიოგრაფიულია და შეიძლება ითქვას „ნიღბის აღსარების“ გაგრძელებაა.  სახელწოდება „kinjiki“  ჰომოსექსუალიზმის ევფემიზმია, რაც წარმოადგენს კიდეც მის ძირითად თემას.

რომანში სამი მთავარი გმირია. სუნსუკე,  ცინიკოსი მოხუცი მწერალია, რომელსაც სამი წარუმატებელი ქორწინების შემდეგ მიზოგინია ეუფლება და აცნობიერებს რომ თავისი გარეგნული უმსგავსობის გამო, არც ერთ ქალს არ უყვარდა და მხოლოდ ფულისა თუ სახელის გამო იყვნენ მასთან. უფრო მეტიც, მისი უკანასკნელი ცოლი ახდენს ორმაგ თვითმკველობას საყვარელთან ერთად.

სუნსუკე თავშესაქცევად  იწყებს  ურთიერთობას თვრამეტი წლის გოგონასთან, თუმცა მალე შეიტყობს რომ ასუკოს შეუყვარდა ახალგაზრდა სტუდენტი–იუტი. ის პირადად გაიცნობს მას, თუმცა „მეტოქე“ იმდენად აღფრთოვანებს გარეგნული სილამაზით, გოგონასაც კი დაჩრდილავს.  მალე  იუტი გამოუტყდება რომ ჰომოსექსუალია, თუმცა ვერ ბედავს მამაკაცებთან სექსუალური კავშირის დამყარებას და ცდილობს ჩაკლას  მათდამი მიდრეკილება.  ის ასევე განზრახულია  მიატოვოს ასუკო, მაგრამ მოხუცი დაარწმუნებს მისი ცოლად შერთვის აუცილებლობაში, ასევე აიძულებს ჩაებას თავის მიერ დაგეგმილ ავანტიურაში, იუტის მომხიბვლელობას ის გამოიყენებს შურის საძიებლად ყველა იმ ქალის მიმართ, რომელმაც წარსულში ტკივილი მიაყენა.

მისიმა ამხელს ჰომოსექსუალი მამაკაცისა და ქალის ქორწინების სიყალბესა და ფასადურობას. იუტი ორმაგ ცხოვრებას იწყებს, ის ერთვება ტოკიოს  ჰომოსექსუალთა საზოგადოებაში, სარგებლობს მათი პოპულარობით და უამრავ ახალგაზრდასთან ამყარებს სექსუალურ ურთიერთობას,  მაგრამ ამავე დროს ის განიცდის სიხარულს ცოლთან ყოფნით, და საბოლოოდ, როცა ყველაფერი ირკვევა, ის ამჯობინებს მასთან დარჩენას და მეოჯახე ქმრის თამაშის გაგრძელებას. ბედნიერება, რომელსაც ის ხელოვნურად იქმნის, რეალობაზე ძლიერი აღმოჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვივით გულუბრყვილო ასუკო ახერხებს ილუზიიდან გამოსვლას,  ისიც აგრძელებს მზრუნველი ცოლის როლის თამაშს.

რომანის განმავლობაში იუტი ასრულებს სუნსუკეს დავალებებს და თავს აყვრებს ერთდროულად ორ ქალბატონს,  კიოკოსა  და ქალბატონ კაბურაგის, და ხდება ამ უკანასკნელის ქმრის, ბატონი კაბურაგის საყვარელი, მოგვიანებით კი მდიდარი ბიზნესმენის.

სუნსუკესა და იუტის აერთიანებთ ქალთმოძულეობა, თუმცა მოდიან წინააღმდეგობაშიც, რადგან მუდმივად წარმოადგენენ ორ პოლუსს, სიბერესა და ახალგაზრდობას, სიმახინჯესა და სილამაზეს, გონებას და გულს, სიკვდილსა და სიცოცხლეს.

რომანი სუნსუკეს თვითმკვლელობით  სრულდება,  თუმცა მანამდე ის აცნობიერებს, რომ თავის ნაშრომებსა და წიგნებზე ღირებული იუტია, რომელიც თვითონვე შექმნა.  ამიტომ, სწორედ მას უტოვებს თავის ქონებას სიკვდილის შემდეგ.

 

 

 

Read Full Post »

    ჟოზე სარამაგოს ცნობილი რომანი „მოგონებანი მონასტერზე“ ათეულობით ენაზეა ნათარგმნი.  რომანი დაწვრილებით აღწერს შუასაკუნეებში ჟუან მეხუთის მეფობის ჟამს პორტუგალიაში ყველაზე დიდი სამონასტრო კომპლექსის აგების პროცესს, ლისაბონიდან 30 კილომეტრში, მაფრაში, მეფის პირველი მემკვიდრის სახელზე, თავდაპირველად ფრანცისკანელთა ორდენისათვის განზრახულ მონასტერს. შემდგომში, ის გადაკეთდა სასახლედ, სადაც ხდებოდა ოფიციალური მიღებები. ბაროკოს სტილის, ნეოკლასიკურ სამონასტრო კომპლექსში შედის ბაზილიკა, უდიდესი სამეფო ბიბლიოთეკა და ფრანცისკანული მონასტერი. 1910 წელს, მონარქიის დაცემის შემდეგ კი ეროვნული მუზეუმია.

     რომანი იწყება კომიკური სცენის აღწერით, თუ როგორ თამაშობს მეფე რომის წმ. პეტრეს ტაძრის მაკეტის აწყობა–დაშლით. ცნობილია, რომ მას სურდა პორტუგალიაშიც აეგო ამ ტაძრის ასლი, მაგრამ გერმანელმა არქიტექტორმა, რომელიც მაფრაში სასახლის მშენებლობას ხელმღძვანელობდა, გადააფიქრებინა. სამაგიეროდ, მაფრაში აგებული მონასტრის მშენებლობამ ფართო მასშტაბები მიიღო, მის აგებაში ჩართული იყო 50 000 ათასზე მეტი ადამიანი, ხოლო კოლოსარული რაოდენობის ოქროსა და ბრილიანტით მომარაგება ხდებოდა პორტუგალიის იმდროინდელი კოლონიიდან, ბრალიზიიიდან. სარამაგუს ცნობით, პორტუგალიის სხვადასხვა რეგიონებიდან ძალით ხდებოდა მამაკაცთა ჩაყვანა მაფრაში სამუშაოდ. სარამაგუსათვის, ერის ტრაგედია– პიროვნების ტრაგედიაა, განსაკუთრებით მეფეთა და საეკლესიო პირთა ახირებებს შეწირულ უბრალო ადამიანთა თითოეული სიცოცხლე, შესაბამისად, მას ხშირად შემოჰყავს მათხოვრები, მუშები, მშენებლები რომანში.

     ავტორის სტილი უჩვეულოა, მკითხველს თვალში ეცემა სასვენი ნიშნების სიმცირე, რაც კითხვის პროცესს აძნელებს, ფაქტობრივად, არ ხდება დიალოგების გამოყოფა აბზაციდან. სამაგიეროდ, მწერლის ენამახვილობა და იუმორის გრძნობა იმდენად სახალისოა, რომ ყოველივე ეს მეორეხარისხოვანი ხდება. მწერალი დასცინის მეფეებსა და საეკლესიო პირებს, მათი ყოველდღიური ცხოვრების წესს, უაზრო ცერემონიებსა და ეტიკეტებს, ასევე ამხელს, თუ როგორ ხდებოდა გულუბრყვილო მოსახლეობის საეკლესიო თემებით მანიპულირება და ინკვიზაციით დაშინება.

     რომანის ერთ–ერთი მთავარი გმირი, ბერი მამა ბართოლომეუ ლოურენსო  ეჭვს შეიტანს ყოველივე იმაში, რასაც ასწავლიდნენ და შთააგონებდნენ, და შემდგომ, თვითონ გადასცემდა მომავალ თაობას. მიუხედავად ინკვიზიციის შიშისა, მას რეალობად მიაჩნია საფრენი აპარატის შექმნა და გაფრენა, ამაში საიდუმლოდ ეხმარებიან ბალთაზარ შვიდი მზე და ბლიმუნდა შვიდი მთვარე, რომელთა სიყვარულის ეპიკური ისტორია ვითარდება რომანში.

      ბართოლომეუ ლოურენსო დე გუსმანი,  ისტორიაში ცნობილი, ჟუან მეხუთესთან დაახლოებული რეალური პიროვნებაა, ის ერთ-ერთ პიონერ კონსტრუქტორად ითვლება, რომელმაც შეიმუშავა საფრენი ხომალდის გეგმა. ერთ-ერთი ვერსიით მან მართლა შეძლო მისი აგება და გადაფრენა ლისაბონიდან ერთ კილომეტრში.

    პასაროლას და მონასტერის აგებას, სიმბოლურად თითქოს ერთი და იგივე მიზანი აქვს, მიუახლოვდეს ღმერთს, დაამტკიცოს ადამიანის ღვთაებრივი საწყისი, შექმნას რაიმე ამაღლებული და მნიშვნელოვანი. თუმცა პასაროლას აგებაში მხოლოდ სამი ადამიანი და ჩუმად მოპარული ათასობით “ნება” მონაწილეობს. ხოლო  იდეა, რასაც ემსახურება მონასტერის მშენებლობა, თითქოს კარგავს თავის მნიშვნელობას, როცა ამდენი ადამიანი ეწირება და განიცდის ტანჯვას, მწერალი ასკვნის, რა საჭიროა ამდენი ეკლესია–მონატრები, როცა მთელი დედამიწა ეკლესიაა?!

    საბოლოოდ, პასაროლაც შეიწირავს თავის შემოქმედებს, მამა ბართოლომეუ მის დაწვას მოისურვებს, შემდგომ კი გაგიჟდება და ესპანეთში გადაიხვეწება, ხოლო ცალხელა ბალთაზარსბლიმუნდას თვალწინ დაწვავენ.

    ფედერიკო ფელინი ამბობდა, რომ ეს იყო ერთ–ერთი ყველაზე საინტერესო რომანი, რომელიც კი წაუკითხავს და მის ეკრანიზაციასაც აპირებდა.

Read Full Post »

Image

მარტოობა, შიში, სასოწარკვეთილება, ეჭვი, უსუსურობა – ქენძაბურო ოეს პერსონაჟებს ამ განცდებთან ერთად ომისშემდგოინდელი სულიერი კრიზისი, და ერთგვარი გაორებულობა სტანჯავთ.

აღუ–ზეციური ზმანება ჩემთვის ტრაგედიაა, თუმცა არა ამ ტერმინის თავდაპირველი მნიშვნელობით და გაგებით. ტრაგედიაა, რომელიც ჩუმად და მსუბუქად ვითარდება, და არა სენტიმენტალური და პათეტიკური ემოციების ფონზე.

ტრაგედიაა პირველ რიგში მამისა, რომელიც უარს ამბობს „მცენარესავით უგუნურ შვილზე“ და კლავს. ამ აქტით ისიც კვდება, გადადის მოჩვენებების სამყაროში, უარს ამბობს თავის წარმატებულ კარიერაზე, საყვარელ ქალზე, უარს ამბობს თავის პირად მოგონებებზე, როგორც უარი თქვა შვილისაზე. გაურბის ამქვეყნად რაიმე კვალის დატოვებას, ჭირვეულად მოითხოვს ახალდაგებულ ასფალტზე წაშალონ თავისი შემთხვევითი ნაფეხურები, ყოველდღე გადის ქუჩაში და შესცქრის ცას, ელის, როდის ესტუმრება მისი შვილის უზარმაზარი მოჩვენება.

მკითხველი ვერ გებულობს, შეურაცხადია ის თუ მართლა არსებობს ბავშვის მოჩვენება, ხოლო მთხრობელი, ახალგაზრდა სტუდენტი თავიდანვე გიჟად გამოაცხადებს. ეს უკანასკნელი მზადაა, თანხის სანაცვლოდ აიტანოს პატრონის ახირებები, მაგრამ ბოლოს ისიც თანამონაწილე ხდება ამ ურთიერთობისა, იმიერისა და ამიერის საზღვარზე. თავიდან ის ბრმაა, შეიძლება იმიტომ, რომ მის კუთვნილ ცაზე მხოლოდ კატის მოჩვენება დაფრინავს, რადგან არავინ და არაფერი დაუკარგავს და არაფერი უნანია, მხოლოდ შიში გაუშიშვლებს სულს, როცა მისი მოჩვენებითი სიძლიერე ქრება და ამით გაუთანაბრდება თავის პატრონს.

თვალები მხოლოდ მაშინ ეხილება და წამით ხედავს აღუს, როცა ბავშვები ქვებს უშენენ სახეში და აბრმავებენ ცალი თვალით. სანახევროდ სიბრმავეც ალბათ სიმბოლოა ადამიანებისა, რომლებიც მხოლოდ თავიანთი სამყაროს აღქმის უნარი აქვთ.

ავი ძაღლების გამოდევნა და სასტიკი ბავშვები ხშირად მეორდება ოეს მოთხრობებში. ალბათ როგორც მასის ძლიერებისა და უგუნურობის სიმბოლო.

ატომის საუკუნის სული–მფარველი ატომური დაბომბის შემდგომ პერიოდში, გმირისა და ანტიგმირის, სიკეთისა და ანგარების ცნებების დაპირისპირებას და შედარებას ახდენს, ზოგჯერ ისე ხდება, რომ ერთი მეორეს არ გამორიცხავს და არც უარყოფს. მაგალითად, კაცი, რომელიც დაბომბვის დროს დაობლებულ ათ ბავშვს იშვილებს და შეიფერებს კეთილი გმირია, მაგრამ როცა თითოეული მათგანის სიცოცხლეს სამ მილიონ იენად დააზღვევს, მისი ჰუმანურობა ეჭვქვეშ დგება. პირველ რიგში მათთვის, ვინც პირველმა შეასხა ხოტბა.
ვინ არის ის, გმირი თუ ანტიგმირი, გაქექილი ავანტიურისტი თუ მფარველი სული, ერთი მხრივ დაღუპული ბავშვების დაზღვევის თანხას ცოცხლად დარჩენილებს ახმარს, თუმცა აღაფრთოვანებს იდეა, ამავე ფულით პოლიტიკაში წასვლაზე.

ეს მოთხრობა საინტერესოა გმირად, პატრიოტად, მესიად გახდომისა და სხვა აღმატებული იარლიყების მიკერების გზებით, ეპოქა, რომელიც კრიტიკულ მომენტებში ითხოვს ასეთს, ღებულობს მას, და უმეტესად ყალბს, მედიის მიერ კარგად შეფუთულს. რეალურად, ისევე მარტივად ხდება მისი უარყოფა, როგორც ერთ დროს საყოველთაო აღიარება და თაყვანისცემა.
თუმცა მთავარი მაინც პროდუქტია, რომელსაც ის შობს.

ბავშვები, მათი დაღუპული მეგობრების თანხით აშენებულ სპორტულ დარბაზში ვარჯიშობენ და კაჟდებიან, თუმცა სიკვდილის მოლოდინი მაინც აქვთ, რადგან იციან, რომ არ აქვს მნიშვნელობა გამხდარი და უსუსური ხარ, თუ ძლიერი, ავადმყოფობა ყველას ერთნაირად უღებს ბოლოს.
საბოლოოდ, ისინი მადლობელნი არიან მათი გადამრჩენელი მამობილის, მკითხველი უკვე თანახმა, აღიაროს მისი ჰუმანურობა, თუმცა იმის გაგება, რომ ბავშვებმაც დააზღვიეს მამობილის სიცოცხლეს, ისევ თავიდან წარმოშობს კითხვას, შეიძლება კი მიღებულ იქნას აზრი, რომ ვინმეს სიკვდილში იყოს მოტივაცია და ფინანსური დაინტერესება, და ამავე დროს ემყარებოდეს სიკეთესა და ჰუმანურობას?!

Read Full Post »

Older Posts »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 59 other followers

%d bloggers like this: